16 მედალი მოიპოვეს ქართველმა სუმოისტებმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე.
კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა იასპარეზეს.
21-წლამდელთა შორის ოქროს მედლები დავით აქუბარდიამ (-100 კგ), ლუკა ავაზაშვილმა (აბსოლუტური წონა) და დავით აბალაკმა(+100 კგ) მოიპოვეს, აბალაკმა ასევე ვერცხლის მედალი, ლუკა ავაზაშვილმა (100+ კგ) კი ბრინჯაო დაისაკუთრა აბსოლუტურ წონაში. გუნდურ ჩათვლაში 21-წლამდელთა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.
23-წლამდე სუმოისტებს შორის, ჩემპიონობა ლუკა ბერიძემ (77 კგ) და ლუკა ავაზაშვილმა (+115 კგ)იზეიმეს, ვერცხლის მედალი საბა გამთენაძემ (115 კგ) მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი დავით აბდალაძე (70 კგ), დავით აქუბარდია (100 კგ) და ლუკა ავაზაშვილი (აბსოლუტური წონა) დაეუფლნენ. გუნდურ ჩათვლაში 23-წლამდელთა ნაკრებმა დაიკავა მეორე ადგილი.
სენიორებს შორის საბა გამთენაძემ (115 კგ) მეორე, ხოლო ზურა წიქორაძემ (+115 კგ) მესამე ადგილი დაიკავა. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.









