უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის მატჩი დინამო მინსკსა და დინამო თბილისს შორის, ნომინალური სტუმრების გამარჯვებით, 0:2 დასრულდა.
მოგეხსენეაბთ, რეგულაციებიდან გამომდინარე, ორივე მატჩი დინამო არენაზეა, დღეს კი მასპინძლები დინამო მინსკი იყო.
ანგარიში ჰალიდ დოლტმურზიევმა გახსნა, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე მე-5 გოლი გაიტანა. მეორე გოლი კი გიორგი გვასალიას ანგარიშზეა.
ამ გუნდების განმეორებითი მატჩი ასევე დინამო არენაზე, 10 დეკემბერს შედგება, სადაც უკვე მასპინძელი დინამო თბილისი იქნება და მატჩი მაყურებლის თანდასწრებით ჩატარდება.
თუ დინამო ამ ეტაპსაც გადალახავს, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში ისტორიაში პირველად გავა.









