ლა ლიგის მეშვიდე ტურში მადრიდის რეალმა საკუთარ კედლებში ალავესი მიიღო, რომელიც ანგარიშით 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 85-ე წუთამდე "სამეფო კლუბი" იგებდა 3:0-ს, მაგრამ შემდეგ, ბასკებმა ორი წუთის შუალედში ორი ბურთი გაიტანეს. რაც შეეხება მასპინძელთა გოლების ავტორებს: ლუკას ვასკესი, კილიან მბაპე და როდრიგო გოესი არიან.
"ბლანკოსი" სამბურთიანი უპირატესობით უკვე 48-ე წუთისთვის იმარჯვებდა, თუმცა 85 და 86-ე წუთებზე სხვაობა ერთ გოლამდე შემცირდა. საბოლოოდ ყველაფერი ასეც დამთავრდა. კარლო ანჩელოტის გუნდი ამ დროისთვის აგროვებს 17 ქულას და ბარსელონასთან სხვაობას 1 ქულამდე ამცირებს, მაგრამ ჩემპიონატის ლიდერს თავისი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.