ალ-ქადსიას თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ბარსელონაში ტრანსფერი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ ვეტერანი შემტევი ლა ლიგაში 2022 წლის ზამთარში გადავიდა და კატალონიაში გატარებულ ნახევარ სეზონში გაბონელმა ფორვარდმა ჩემპიონის ტიტულის მოგებაც მოასწრო. მან აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ის დეპრესიას ებრძოდა.
"ბარსელონაში გადასვლის წინ საშინელ დეპრესიაში ვიყავი. ჩემი მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა, მე კი ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება დავიწყე. კატალონიელებმა მომცეს შანსი და მე ყოველთვის მათი მადლობელი დავრჩები. არასდროს მსიამოვნებდა ფეხბურთის თამაში ისე, როგორც "ბლაუგრანაში".
ვარჯიშებზე დასვენების დღეებშიც კი დავდიოდი, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. ძალიან მინდოდა "ლურჯ-ბროწეულისფრებში" უფრო დიდი ხნით დარჩენა", - იხსენებს ელ-ხუბარელთა ფორვარდი.
ცნობისთვის, ვეტარანმა შემტევმა კამპ ნოუზე მოასწრო 24 მატჩის ჩატარება და 13 ბურთის გატანა. მის ანგარიშზეა ჰეთ-თრიკი ვალენსიასთან და ასევე, გოლი მადრიდის რეალის კარში.