პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისმა გუნდმა ინტერი 5:0 გაანადგურა.
"მინდოდა, რომ პსჟ-სთვის წნეხი მომეხსნა და კლუბს ისტორიაში პირველად აღემართა თასი და ეს მოვახერხე, რაც ჩემი ფეხბურთელების დამსახურებაა.
ფინალი იდეალურად ჩავატარეთ. განსაკუთრებით კი პრესინგს გამოვარჩევდი. ჩვენი შემტევები მეტოქის მველებსა და მეკარის ბურთის კარგად ამოტანას არ აცდიდნენ.
მიხარია, რომ ხალხი ბედნიერია. მადლობა გულშემატკივრებს იმ ბანერისთვის, რომელიც ჩემი ოჯახისთვის გამოფინეს. ჩემი შვილი ყოველთვის მახსოვს" - განაცხადა ენრიკემ.









