ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, კაფუმ მადრიდის რეალზე ისაუბრა და სამეფო კლუბის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასახელა.
"როდრიგო არის პატარა ძრავა, რომელიც რეალს ამუშავებს — როდესაც ის კარგ ფორმაშია, სხვა ფეხბურთელებიც კარგად გრძნობენ თავს მოედანზე. როდრიგოს ცუდი სათამაშო ფორმა კი გუნდზე პირდაპირ აისახება, რადგან მას შეტევის ხაზში ფუნდამენტური როლი აქვს და გუნდის ყველაზე მნიშვენლოვანი ფეხბურთელია"
შეგახსენებთ, რომ როდრიგო მადრიდის რეალმა 2019 წელს სანტოსიდან დაიმატა და მან სამეფო კლუბის მაისურით ჩატარებულ 265 შეხვედრაში 68 გოლთან ერთად 50 საგოლე გადაცემა გაიფორმა.









