ლა ლიგის 35-ე ტურში ბარსელონამ საკუთარ მოედანზე დაამარცხა მადრიდის რეალი, ანგარიშით 2:0. იმისთვის, რომ ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში შენარჩუნებულიყო საჩემპიონო ინტრიგა, "სამეფო კლუბს" დღევანდელი შეხვედრა უნდა მოეგო, წინააღმდეგ შემთხვევაში, კატალონიელთა გადასწრების თეორიული შანსი დაიკარგებოდა.
ასეც მოხდა, "ბლაუგრანამ" ორივე გოლი გაიტანა პირველივე ტაიმში, რითაც ლა ლიგის ჩემპიონობისკენ ბოლო ნაბიჯიც გადადგა. ეს არის პრიმერა დივიზიონის რიგით 29-ე ტიტული კამპ ნოუს მკვიდრთა ანგარიშზე.
ბარსელონა 2:0 რეალი
გოლები: 1:0 მარკუს რაშფორდი 9', 2:0 ფერან ტორესი 18'.









