შეხვედრის ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე გაიხსნა — ბურთი საკუთარ კარში კრეჟჩიმ ჩაჭრა და მასპინძლები დაწინაურდნენ.
მეორე ნახევრის დებიუტში, 53-ე წუთზე დანიუმამ გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ბარსელონამ 3 უპასუხო გოლი გაიტანა. 61-ე და 77-ე წუთებზე ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა, 86-ე წუთზე კი ტორესმა საბოლოო ანგარიში, 4-1 დააფიქსირა.
29 მატჩის შემდეგ, ბარსელონას 66 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს — კატალონიელები მეორეადგილოსან რეალს 3 ქულით უსწრებენ. მომდევნო ტურში ჰანსი ფლიკის გუნდი საკუთარ კედლებში ბეტისს უმასპინძლებს.









