MLS-ის ყოფილი ფეხბურთელი მატეუს კლიჩი, რომელიც თავის დროზე დისი იუნაიტედსა და ატლანტა იუანიტედში თამაშობდა, საინტერესო კომენტარს აკეთებს.
"ჩემი რჩევა იქნება, რომ სანამ ლეო მესი ინტერ მაიამიში თამაშობს, ამ გუნდში არ გადახვიდეთ, ეს არასწორი გადაწყვეტილება იქნება.
კარგად ხედავთ, როგორ მიდიან მწვრთნელები და ფიზიოთერაპევტები გუნდიდან. ყველაფერი არაორგანიზებულია, გუნდი მაიამიდან მოშორებით, თავისთვისაა, ქალაქიდან 50 წუთის სავალზე.
ყველა ესპანურად საუბრობს და ყველა ცდილობს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ისე იყოს, როგორც მესი იტყვის", - განაცხადა კლიჩმა, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა და კრაკოვიას რიგებში თამაშობს.









