დღეს გამოვლინდება ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის პირველი ფინალისტი, ლონდონის არსენალისა და მადრიდის ატლეტიკოს განმეორებით შეხვედრაში. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული დუელისგან.
არსენალი V ატლეტიკო | 23:00
ამ გუნდების პირველი ნახევარფინალური მატჩი დასრულდა ფრედ, ანგარიშით 1:1. ვიქტორ გიოკერეშის პენალტს ასევე 11-მეტრიანით ხულიან ალვარესმა უპასუხა. როგორც ვხედავთ, საპასუხო შეხვედრისთვის არსენალს გარკვეული უპირატესობა აქვს. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ლონდონელები აღნიშნული ფორის გამოყენებას.
რაც შეეხება დანაკლისს, ატლეტიკოს არ ეყოლება პაბლო ბარიოსი და ნიკოლას გონსალესი, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა ალექსანდერ სორლოთისა და ჯულიანო სიმეონეს გამოჩენაც. "მეთოფეებს" არ ეყოლებათ მიკელ მერინო და იურიენ ტიმბერი, ასევე საეჭვოა მარტინ ოდეგორისა და კაი ჰავერცის გამოჩენაც.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით მეხუთე მატჩი და იქამდე გვხვდება თითო-თითო გამარჯვება მადრიდელებისა და ემირეიტსის ბინადრების ანგარიშზე, ორი შეხვედრაც ფრედ დასრულდა. აქვე დავამატებთ, "როხიბლანკოსსა" და მიკელ არტეტას შეგირდებს შორის მოგებული ფინალში ბაიერნ მიუნხენსა და პარის სენ-ჟერმენს შორის ერთ-ერთს შეხვდება.









