ევროპა ლიგაზე 1/4 ფინალური ეტაპი დასრულდა. მაყურებელმა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული დაპირისპირებები იხილა, სადაც მომდევნო ეტაპზე გასვლა მანჩესტერ იუნაიტედმა, ტოტენჰემმა, ბოდო გლიმტმა და ატლეტიკ ბილბაომ მოახერხეს.
ჩემპიონატებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე დამატებითი ადგილებისთვის ბრძოლა დაასრულეს — ინგლისმა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში 5 გუნდი ოფიციალურად წინა კვირაში გაინაღდა. განახლებულ რეიტინგში პრემიერ ლიგას - 26.821 ქულა აქვს, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ 2025/26 სეზონში, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 5 გუნდით წარსდგეს.
დღევანდელი სათამაშო დღის შემდეგ უკვე ესპანეთმაც გაინაღდა 5 გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე. მას შემდეგ, რაც ლაციომ ევროპა ლიგის 1/2 ფინალში გასვლა ვერ მოახერხა, ლა ლიგას სერია ა-ს სახით მთავარი კონკურენტი ოფიციალურად ჩამოშორდა. განახლებულ რეიტინგში ესპანეთს 23.250 ქულა აქვს, ხოლო იტალიას 21.187.









