ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ნაკრების მეკარე, ანდრეი ლუნინი საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ არ ითამაშებს. ის არ იმყოფება თავისი ნაკრების განკარგულებაში და ამის მიზეზი ოჯახური გარემოებებია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელი გოლკიპერის მეუღლეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
მადრიდის რეალის მეკარე გამოტოვებს მთლიან სანაკრებო პაუზას, მის ნაცვლად კი "ლურჯ-ყვითლების" კარში ანატოლი ტრუბინი იდგება. აღსანიშნავია ისიც, რომ 25 წლის გოლკიპერის გარდა, სლავებს ვერ დაეხმარება ვიქტორ ციგანკოვიც, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე, როტერდამის ფეიენოორდის წინააღმდეგ გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნები" "ზბირნას" დაუპირისპირდებიან 16 ნოემბერს, სამი დღის შემდეგ კი - ჩეხეთის ნაკრებს.