მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, დევიდ ბექჰემმა თავისი მშობლიური გუნდის ამჟამინდელი ფეხბურთელები გააკრიტიკა. ყოფილი ინგლისელი შუახაზელის თქმით, "წითელი ეშმაკების" მოთამაშეები ვერ აცნობიერებენ, თუ რას ნიშნავს ამ კლუბში თამაში.
"არ მომწონს ის, რაც მანჩესტერში ახლა ხდება. ჩემთვის ბევრი რამ მიუღებელია იმ ადამიანის გადმოსახედიდან, რომელსაც ამ გუნდთან მჭიდრო კავშირი აქვს. მოთამაშეები სიამაყით წარმოადგენენ კლუბის ემბლემას, იუნაიტედის ფეხბურთელების ქცევაში კი ეს საერთოდ არ ჩანს.
ჩვენ ვიყავით ორგანიზებული გუნდი და იმდროინდელი იუნაიტედის თითოეულმა ფეხბურთელმა იცოდა, თუ რას ნიშნავდა იმ მაისურის ტარება. ვაფასებდით იმ ფაქტს, რომ ხალხი იხდიდა ფულს ჩვენი თამაშის საყურებლად. ამ თაობის მოთამაშეებისთვის კი ეს ყველაფერი წვრილმანია."









