ლივერპულმა ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდში დაამარცხა საუთჰემპტონი, ანგარიშით 2:1. გამარჯვების მომტანი გოლი 85-ე წუთზე შეაგდო უგო ეკიტიკემ, რომლის ქცევა არ მოეწონა მერსისაიდელთა დამრიგებელს, არნე სლოტს.
"არასდროს მითამაშია ფეხბურთი ასეთ მაღალ დონეზე, თუმცა გავიტანე რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი და კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ეკიტიკეს ადგილზე რომ ვყოფილიყავი, აღნიშნვის ნაცვლად მივიდოდი კიეზასთან და ვეტყოდი: ეს გოლი შენია."
შეგახსენებთ, რომ ფრანგ თავდამსხმელს საგოლე გადაცემა გაუკეთა იტალიელმა შემტევმა, რომლის პასის შემდეგ, პირველმა მათგანმა ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. აქვე დავამატებთ, ფედე ჩემპიონთა ლიგაზე "წითლების" განაცხადს მიღმა დარჩა.









