საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, სადაც პსჟ ლანსს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.
ქართველ ფეხბურთელს გამოკვლევა დღეს ჩაუტარდა. კვლევებმა აჩვენა, რომ კვარას სათამაშო მომენტში ფეხზე მირტყმული აქვს, სერიოზული არაფერია და წესით, მომდევნო მატჩისთვის სათამაშოდ მზად იქნება.
შეგახენებთ, რომ პსჟ მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს და ატალანტას დაუპირისპირდება.
ჯერჯერობით უცობია, თუ რა სიმძიმისაა პარიზელთა სხვა ფეხბურთელების - ლის და ბერალდოს ტრავმები.









