დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა ინტერსა და პსჟ-ს შორის.
LaGazzetta.ge-სთან საუბარში, დინამო თბილისის და იბერიას მთავარმა მწვრთნელებმა ვლადიმერ კაკაშვილმა და ლევან კორღალიძემ ამ მატჩის მოლოდინებზე ისაუბრეს.
ვლადიმერ კაკაშვილი (დინამო თბილისი): "ყველანი მოუთმენლად ველოდებით ფინალს. ორივე გუნდი დღევანდელი ფეხბურთის გრანდია და ფავორიტზე საუბარი უადგილო მგონია. რა თქმა უნდა, კვარაცხელიას ვგულშემატკივრობთ, თავად მატჩი კი ფინალია და უკომპრომისო იქნება. იმედია მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდება ჩემპიონთა თასის მფლობელი. ყველანი განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობთ კვარას"
ლევან კორღალიძე (იბერია): "როგორც ქართველი, სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ კვარაცხელიას ვგულშემატკივრობ. მგონია, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოიგებს. როგორც ვთქვი, შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ ძალიან მინდა, ეს თასი კიდევ ერთმა ქართველმა მოიგოს"
შეგახსენებთ, რომ კაკაშვილი წლების განმავლობაში დინამოს აკადემიაში მუშაობდა და სწორედ მას უკავშირდება ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენა დიდ ასპარეზზე.









