UFC Fight Night Kansas City-ზე, ქვემსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე უგანდელ დევიდ ონამას დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
ორთაბრძოლა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და პირველ რაუნდში ქართველმა ნინძამ მეტოქეს აჯობა. მეორე და მესამე რაუნდი კი განსხვავებული სცენარით წარიმართა — მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი დარტყმა გიგა ჭიკაძემ შეასრულა, დევიდ ონამამ გამარჯვება პარტერში კონტროლის ხარჯზე მოიპოვა.
დღევანდელი მარცხის შემდეგ, გიგა ჭიკაძის ანგარიშზე UFC-ში 8 მოგება და 3 წაგებაა. 36 წლის ქართველს მებრძოლს MMA-ში უკვე 20 ორთაბრძოლა მოუგროვდა, საიდანაც 15-ში გაიმარჯვა და 5 დათმო.









