მილანის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ნაპოლის, ანტონიო კონტესა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა იტალიელმა სპეციალისტმა შეაქო "პარტენოპეის" დამრიგებელი, იმის გამო, რომ ის სკუდეტოს მოგებასთან ახლოს თავისი გუნდის ყველაზე ელეგანტური მოთამაშის გაყიდვის შემდეგაც არის.
"კონტემ ნაპოლისთან ერთად მოახერხა ის, რასაც სეზონის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა. ზამთარში მან კვარაცხელიას სახით დაკარგა თავისი გუნდის ყველაზე ელეგანტური მოთამაშე და ბევრს ეგონა, რომ ეს იყო "პარტენოპეის" დასასრული, მაგრამ ანტონიომ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო.
"აძური" ხვიჩას გაყიდვის შემდეგაც დარჩა საჩემპიონო რბოლაში და ახლა სკუდეტოს გაფორმებასთან ერთ ნაბიჯში იმყოფება. ეს ყველაფერი არის სწორედ იტალიელი ტაქტიკოსის დამსახურება, რომელმაც წარმატების მიღწევის ფორმულა გუნდის ლიდერის გარეშეც გამონახა"
სერია ა-ს ბოლო ტურის წინ, დიეგო მარადონას ბინადრებსა და მილანის ინტერს შორის სხვაობა ერთ ქულას შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ კონტეს გუნდი "ნერაძურისთან" შეინარჩუნებს ჰანდიკაპს, ის ჩემპიონი გახდება. იტალიის ჩემპიონატის ლიდერის მეტოქე ბოლო ტურში შინ კალიარი იქნება.









