მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ ნიუკასლ იუნაიტედთან გამარჯვების შემდეგ გამოარჩია თავისი გუნდის კაპიტანი, ბერნარდო სილვა. ესპანელმა სპეციალისტმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ფავორიტი მოთამაშე "ქალაქელებში" კიდევ დიდი ხნით დარჩება.
"ვერც კი წარმოიდგენთ როგორი დიდებული ფეხბურთელია ბერნარდო. მისი წასვლა მან სიტისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება. იმედი მაქვს, სილვა დარჩება. მართალია, არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს გაჩერდება ის მანჩესტერში, მაგრამ ვნატრობ, რომ დიდი ხნით. პორტუგალიელი ფლეიმეიქერი ყველას მოენატრება."
შეგახსენებთ, რომ "ქალაქელების" კაპიტნის სახელს უკავშირებენ ბარსელონას, ასევე იტალიურ და არაბულ გუნდებს. საინტერესოა ისიც, რომ 31 წლის ფლეიმეიქერი არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი მოთამაშე ესპანელი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერაში. მათი თანამშრომლობა 436 შეხვედრას მოიცავს.









