ზლატან იბრაჰიმოვიჩი ალექსანდერ ისაკის გარშემო არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფორვარდს სურს ნიუკასლის დატოვება და ლივერპულში გადასვლა, მაგრამ შვედი შემტევის ამჟამინდელი კლუბი ტრანსფერის წინააღმდეგია.
"ისაკი არის შვედი ფეხბურთელი, რომელმაც მომავალში ჩემი ადგილი უნდა დაიკავოს. მას ეს არ გამოუვა, იმ შემთხვევაში, თუ ინგლისის თასის დონის კლუბში თამაშს გააგრძელებს. ალექსანდერი ახლოსაც ვერ მივა იმ ტიტულებთან, რომელიც მე კარიერის განმავლობაში მოვიგე.
ნიუკასლი იდგა თავისი ლიდერის ზურგს უკან და არა პირიქით. ამ გუნდმა ეს ყველაფერი უნდა გააცნობიეროს და ის გაუშვას. მან ინგლისის თასზე უფრო პრესტიჟული ტიტულებისთვის უნდა იბრძოლოს."









