დიოგუ ჟოტას გარდაცვალებას გამოეხმაურა მთავარი დამრიგებელი მის კარიერაში - იურგენ კლოპი. შეგახსენებთ, რომ ის ლეგენდარული გერმანელი სპეციალისტის შეგირდი იყო 2020-2024 წლებში და კარიერაში ყველაზე მეტი ბურთი, 56, პორტუგალიელმა ფორვარდმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეაგდო.
"ეს არის ის შემთხვევა, როცა თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი. უნდა არსებობდეს რაღაც გამოსავალი, თუმცა ვერ ვხედავ. დაღონებული ვარ დიოგოსა და მის ძმის, ანდრეს გარდაცვალების გამო.
დიოგო არა მხოლოდ ბრწყინვალე მოთამაშე იყო, არამედ შესანიშნავი მეგობარი, მზრუნველი მეუღლე და მამა! ძალიან დაგვაკლდები! ყველა ჩემი ლოცვა, ფიქრი და ძალა მიმართულია ბავშვებზე, ოჯახზე, მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანზე, ვისაც უყვარდით."









