ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ ინტერს დაუპირისპირდა და მარტივად, 5:0 დაამარცხა, რითიც ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის თასი მოიპოვა.
ამ ისტორიულ გამარჯვება მადრიდის რეალის ფრანგი შემტევი კილიან მბაპე გამოეხმაურა და ყოფილ კლუბს გამარჯვება მიულოცა.
"საბოლოოდ დადგა ეს დიდი და ისტორიული დღე! ვულოცავ პსჟ-ს ამ დიდ გამარჯვებას", - აცხადებს მბაპე.
შეგახსენებთ, რომ მბაპე პარიზულ კლუბთან ერთად ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან, თუმცა ფინალში დამარცხდა.









