ლივერპულმა 2025/26 წლების სეზონისთვის საშინაო ფორმა ოფიციალურად წარადგინა, რომლის მთავარი ფერი კლუბისთვის ნაცნობი, წითელი იქნება.
აღნიშნული მაისურის დიზაინზე ცნობილმა გერმანულმა კომპანია ადიდასმა იმუშავა, მთავარ სპონსორად კი ბრიტანული საბანკო გიგანტი Standard Chartered რჩება.
ახალ ფორმასთან ერთად, კლუბმა განახლებული სათამაშო ნომრებიც გაასაჯაროვა — ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის რიგებში 25-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს









