ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, იტალიის სერია ა-ში დაძაბული სიტუაციაა. ნაპოლის და ინტერს თანაბარი ქულები აქვთ და ჩემპიონობისთვის იბრძვიან.
ბევრი არ ელოდა, რომ ნაპოლი სეზონის ბოლომდე საჩემპიონო ბრძოლაში იქნებოდა ჩართული და იტალიელები თვლიან, რომ ამაში მთავარი წვლილი ანტონიო კონტეს მიუღძვის
"ნაპოლი ამ სეზონში საოცრებას გვთავაზობთ და ამის მთავარი შემოქმედი ღმერთი ანტონიო კონტეა. წარმოიდგინეთ, კვარაცხელია აღარ ჰყავს, ნერეშს ტრავმა აქვს, ფლანგის შემტევის დიდი პრობლემაა და შეუძლებელი შეძლო. მას შანსი აქვს გუნდს სერია ა მოაგებინოს", - წერს SportNapoli.
თავის მხრივ ხვიჩა კვარაცხელია თავის ახალ კლუბში პსჟ-ში საფრანგეთის ჩემპიონი უკვე ოფიციალურად გახდა და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე იბრძვის, სადაც ნახევარფინალურ სტადიაზეა.









