ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაზე ატალანტას გაუტანა, გუნდმა 4:0 მოიგო, კვარა კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
გავლენიანი ფრანგული გამოცემა Lequipe კვარაცხელიას საინტერესო მასალას უძღვნის.
"ატალანტას ფეხბურთელებმა კარგად იცოდნენ, რა საფრთხე ელოდათ კვარაცხელიასგან, რადგან სერია ა-ში მან ბერგამოელებს ულამაზესი გოლი გაუტანა, როცა 6 მცველის გარემოცვაში იყო და შეასრულა, თუმცა ატალანტასთვის ეს გაკვეთილი საკმარისი არ აღმოჩნდა, რათა გუშინ კვარა შეეჩერებინათ.
დიდი ხნის შემდეგ, პირველად ვნახეთ შემოქმედებითი კვარა, რომელიც შთაგონებული იყო შეტევების წამოწყებით, ზუსტი მოძრაობებით და ხიფათის შექმნით.
ეს არის ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც ამ სეზონის დასაწყისიდან ვისწავლეთ: კვარა თავს კომფორტულად მარცხენა ფლანგზე უფრო გრძნობს, თუმცა მარჯვენა ფლანგიდანაც შეუძლია ხიფათის შექმნა. ქართველი გვიმტკიცებს, რომ ის არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ბრწყინავდეს ყველგან, ყველა გარემოებაში და ყველა განედზე. ლუის ენრიკე ამას დააფასებს.", - წერს გავლენიანი გამოცემა.









