ნაპოლის ყოფილმა ნახევარმცველმა, სალვატორე ბანიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ვარსკვლავური ქართველი ვინგერის დარჩენის შემთხვევაში, "პარტენოპეი" პირველ პოზიციაზე დარჩებოდა. შეგახსენებთ, რომ მისი პარის სენ-ჟერმენში გადასვლის შემდეგ, "ლურჯებმა" ლიდერობა მილანის ინტერს დაუთმეს.
"მე მხოლოდ შემიძლია ის წარმოვიდგინო, თუ რა მოხდებოდა ნაპოლიში კვარაცხელიას დარჩენის შემთხვევაში. არ ვამბობ იმას, რომ სამხრეთული გუნდი აუცილებლად მოიგებდა სკუდეტოს, მაგრამ ჩემი აზრით, "პარტენოპეი" ახლაც პირველ პოზიციაზე იქნებოდა. ლივერპულთან მატჩებში ხვიჩამ თავისი უმაღლესი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
ქართველი გარემარბი სრულყოფილი ფეხბურთელია. ის მარჯვენა ფლანგიდანაც კი სახიფათოა. მიუხედავად იმისა, რომ "ლურჯები" მან ზამთარში დატოვა, გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო გოლეადორად პარის სენ-ჟერმენის ვინგერი ახლაც რჩება", - განაცხადა ყოფილმა იტალიელმა შუახაზელმა.
ფეხბურთთან ახლოს #5 | მოგება სომხეთთან და უსიამოვნო ინციდენტი მატჩის შემდეგ
შეთანხმება შედგა — ჯენარო გატუზო ლაციოს ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება! იტალიელი სპეციალისტი მაურიციო სარის შეცვლის, რომელიც "არწივებს" უახლოეს საათებში ოფიციალურად დატოვებს. მას შემდეგ, რაც ჯენარო გატუზომ იტალიის ეროვნული ნაკრები დატოვა, 48 წლის სპეციალისტი არაერთ კლუბს დაუკავშ…
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეორე შეხვედრას ხვალ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ჩილეს წინააღმდეგ გამართავენ. სერიის პირველ მატჩში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფიჯი დაძაბულ ბრძოლაში 29:23 დაამარცხა. მომავალი შეხვ…
30 მაისს გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, სადაც პსჟ არსენალს დაუპირისპირდება, უეფას კითხვებს პარიზელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხა. ხვიჩა, ბაიერნთან შენი თამაში ყველამ დადებითად შეაფასა და ამბობენ, რომ უმაღლეს დონეზე ჩაატარე, თუმცა რა კომპონენტის გაუმჯობეს…
კომო ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. იყო დრო, როდესაც ეს კლუბი იმყოფებოდა გაკოტრების პირას, თუმცა 2019 წლის შემდეგ, მხოლოდ წინსვლა შეინიშნება "ბიანკობლუს" გარშემო. ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც კლუბი შეიძინეს ძმებმა მაიკლ და რობერტ ჰარტონოებმა, თამბაქოს ბიზნესში მოღვაწე მაგნატებმა…
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ივნისში, 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 5 ივნისს, ჩვენი გუნდი ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში აშშ-ს დაუპირისპირდება, ხოლო 9 ივნისს ნისპორენში მოლდოვას შეხვდება. რამაზ სვანაძემ, აღნიშნული მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის - რატი გრიგალავა,…
ცოტა ხნის წინ, ესპანეთის ნაკრების მთავარამ მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ისტორიაში პირველად, სამუნდიალე განაცხადში მადრიდის რეალის არცერთი ფეხბურთელი არ მოხვდა, რაზეც დე ლა ფუენტემ განმარტება გ…
ესპანეთის ნაკრების განაცხადი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია. საინტერესოა, რომ შემადგენლობაში მადრიდის რეალის ერთი მოთამაშეც ვერ მოხვდა. მსგავსი რამ მუნდიალის ისტორიაში მოხდა პირველად. დიახ, "ლა როხას" აღნიშნულ ტურნირზე აქამდე უთამაშია 15-ჯერ და "სამეფო კლუბის" მინიმუმ…