ყაზანის რუბინის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რომან შარონოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. დამრიგებელმა გაიხსენა ქართველი ვინგერის კარიერის სტარტი და აღნიშნა, თუ რა ისწავლა მან "წითელ-მწვანეებში". რუსი თავკცი მასთან 2019 წელს მუშაობდა.
"კვარაცხელიამ მოედანზე სწორად პოზიციონირება რუბინში ისწავლა. ყველა ვარჯიშზე ჩვენ მას ვაძლევდით დავალებას, რომ არ გაქცეულიყო იმ ზონებში, სადაც სხვა მოთამაშეები უკვე იყვნენ. ხვიჩას ხშირ შემთხვევაში ვათამაშებდით მარცხენა ფორვარდის პოზიციაზე და დიდ ყურადღებას სივცრეების შექმნას ვუთმობდით.
ქართველი გარემარბი ყოველთვის თავაზიანი იყო. ჯუღელი შიშობდა, რომ ახალგაზრდა შემტევი ყაზანში დაკარგავდა ადგილს სასტარტოში, მაგრამ მე მას გამუდმებით ვუხსნიდი, რომ ბევრი სამუშაო გვქონდა. ფეხბურთი არ არის მხოლოდ დრიბლინგი, ჩვენ, პარის სენ-ჟერმენის ვინგერისთვის ამის სწავლას ვცდილობდით."









