ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა მონცასთან მატჩამდე, მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"როდესაც ნაპოლიში მოვედი, სეზონის დაწყებამდე ბევრი რაღაც ვთქვი - ბევრ რაღაცას ახლაც დავადასტურებ, მაგრამ რაღაცებზე იგივე პასუხი აღარ მექნება. არაფერს უარვყოფ, მატყუარაც არ ვარ, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ხვდები, რომ რაღაცები ვერ მოხდება.
მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ნაპოლი არ უნდა იყოს ფეხბურთელებისთვის ტრამპლინი, მაგრამ შემდეგ მოხდა კვარაცხელიას ქეისი და აქ მივხვდი, რომ ნაპოლიში ბევრი რამის გაკეთება შეუძლებელია."
შეგახსენებთ, ნაპოლი სერია ა-ში, 32 ტურის შემდეგ, 68 ქულით, მეორე პოზიციაზე იმყოფება. "პარტენოპეი" მომდევნო ტურში მონცას დაუპირისპირდება. მატჩი 19 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.















