ოფიციალურად — ლა ლიგამ კილიან მბაპე 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა! შეგახსენებთ, რეალ მადრიდის ფრანგმა ვარსკვლავმა წითელი ბარათი ბოლო ტურში, ალავესთან მატჩში, უხეშად თამაშის გამო მიიღო.
ბევრი გამოცემა ფიქრობდა, რომ კილიან მბაპე მინიმუმ 3 ან 4-მატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებდა, თუმცა ფრანგი ფორვარდი ამ სიტუაციიდან ბევრად მარტივი სასჯელით გამოძვრა.
კილიან მპაბე რეალ მადრიდს მომდევნო ტურში, ატლეტიკ ბილბაოსთან მატჩში ვერ დაეხმარება.









