La Gazzetta dello Sport Georgia-ს ინფორმაციით, ლა ლიგის რაიო ვალიეკანოს დუბლშემადგენლობამ 16 წლის ქართველი ფეხბურთელი, თემურ ინაიშვილი დაიმატა. 2008 წელს დაბადებული შემტევი ნახევარმცველი ესპანეთშია და ახალ გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
La Gazzetta dello Sport Georgia ინაიშვილის მენეჯრს მადრიდში დაუკავშირდა.
როგორც ფეხბურთელის მენეჯერმა, დემნა ოზაშვილმა გვითხრა, დაინტერესებამ სერიოზული სახე იანვრიდან მიიღო, ხოლო კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ინაიშვილს რაიო ვალიეკანოს მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშის შესაძლებლობა ზაფხულში, პრე-სეზონზე ექნება:
“თემური საქართველოში თამაშობდა - დინამოსა და 35 სკოლის აკადემიაში, სექტემბრის შემდეგ კი მადრიდში იმყოფება. რაიოდან დაინტერესება იანვრიდან იყო, საბოლოოდ, შეთანხმება შედგა და თემური რაიოს B გუნდს შეუერთდება. თუ თავს კარგად წარმოაჩენს, ზაფხულიდან შესაძლებლობა ექნება, რომ პრე-სეზონი პირველ გუნდთან ერთად ჩაატაროს.
დიდი იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს სულ მალე ასაკობრივ ნაკრებშიც ვიხილავთ”.