ლიონის ოლიმპიკი ალექსანდერ ლაკაზეტს დაემშვიდობა. ვეტერანმა თავდამსხმელმა მშობლიური გუნდი დატოვა 201 გატანილი გოლით, რითაც ფრანგი ფორვარდი რონელთა ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებს შორის მე-2 პოზიციაზე არის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ გრუპამას ბინადრებმა გაიფორმონ ახალი შემტევი, რადგან მათ განკარგულებაში გიორგი მიქაუტაძე არის.
პაულო ფონსეკას გუნდის კაპიტნის წასვლით, ქართველ თავდამსხმელს ეხსნება ახალი შესაძლებლობები და გულშემატკივრები მას კლუბის მომავალ ლიდერად უკვე ხედავენ. ლიონის ისტორიაში ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც გუნდის ლიდერი კლუბის აკადემიის მიერ აღზრდილი ფორვარდი იყო.
ფლორი დი ნალო, ბერნარ ლაკომბი, ფლორიან მორისი, სიდნეი გოვუ, ქარიმ ბენზემა, ალექსანდერ ლაკაზეტი, მომავალი სეზონიდან კი უკვე გიორგი მიქაუტაძეც. საინტერესოა ისიც, რომ მიმდინარე სეზონში, ახალგაზრდა ფორვარდს საშუალოდ ერთი ბურთის გასატანდ სჭირდებოდა 131 წუთი, რაც ოლიმპიკში საუკეთესო შედეგია.









