ლიონელ მესი ინტერ მაიამიში ბედნიერია — ამას როგორც არგენტინელი, ისე მასთან დაახლოებული წყაროებიც ადასტურებენ. მას შემდეგ, რაც არგენტინელი MLS-ში გადაბარგდა, ფეხბურთის ლეგენდამ 48 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 42 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
წლების განმავლობაში, ლიონელ მესის სამშობლოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით საუბრები არ წყდებოდა. ბევრი გამოცემის აზრით, არგენტინელი კარიერის დასრულებას ნიუელს ოლდ ბოისში გეგმავდა, თუმცა როგორც ჩანს ლეო ამაზე არ ფიქრობს. ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინტერ მაიამი და ფეხბურთელი შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 37 წლის ფეხბურთელი კლუბთან ახალ 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს! მხარეები ახალი ხელშეკრულების ბოლო დეტალების მოგვარებას უახლოეს კვირებში გეგმავენ.
შეგახსნებეთ, MLS-ის ახალი სეზონი სულ ახლახანს დაიწყო. ინტერი მაიამი აღმოსავლეთ კონფერენციაში იმყოფება, სადაც 7 ტურის შემდეგ, 14 ქულით, მე-2 პოზიციაზეა.