ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეოთხე ტურში ლივერპულმა საკუთარ კედლებში მადრიდის რეალი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. გიორგი მამარდაშვილი გახდა რიგით მე-5 გოლკიპერი მერსისაიდელთა ისტორიაში, რომელმაც "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ კარის მშრალად შენახვა შეძლო.
ქართველ მეკარემდე ეს მოახერხეს რეი კლემენსმა (ჩემპიონთა თასის 1981 წლის ფინალი), პეპე რეინამ (ჩემპიონთა ლიგის 2009 წლის მერვედფინალი), ალისონ ბეკერმა (ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის მეოთხედფინალი) და კიომინ კელეჰერმა (ჩემპიონთა ლიგის 2024 წლის ფაზა).
ცნობისთვის, ბრაზილიელი კონკურენტისგან განსხვავებით, ვალენსიას ყოფილმა მეკარემ სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების წინააღმდეგ კარი მშრალად სადებიუტო შეხვედრაშივე შეინახა. რაც შეეხებათ "წითლების" იმ გოლკიპერებს, რომლებმაც ეს ვერ შეძლეს, ასეთი არის ორი: სიმონ მინოლე და ლორის კარიუსი.









