დადასტურებულად — მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში ანდრე ონანას გაყიდვას შეეცდება! კლუბი კამერუნელი კიპერის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს.
კლუბში ფიქრობენ, რომ ანდრე ონანას გაყიდვა და მის პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის დამატება, სწორი ნაბიჯი იქნება. უფროსობა ევროპის მასშტაბით რამდენიმე მეკარეს უკვე აკვირდება. ინგლისურ პრესას თუ დავუჯერებთ, "წითელი ეშმაკების" სკაუტები ზაიონ სუძუკის, ლუკა შევალიეს, ჯეიმს ტრაფორდსა და სენი ლამერნსს აკვირდებიან, თუმცა ამ მომენტისთვის კონკრეტული არაფერი ხდება.
მანჩესტერ იუნაიტედი ახალ მეკარეს ზაფხულში აირჩევს, იქამდე კი გუნდი ანდრე ონანას გაყიდვას შეეცდება. კამერუნელი კიპერის გარდა, გუნდს სეზონის ბოლოს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. რუბენ ამორიმი დიდ გადატვირთვას გეგმავს, შესაბამისად, ოლდ ტრაფორდის ბინადრებს წინ საკმაოდ დატვირთული სატრანსფერო ფანჯარა ელოდებათ.
ანდრე ონანა მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავს. კამერუნელმა მეკარემ ამ დროში 94 მატჩის ჩატარება მოასწრო, კარის მშრალად შენახვა კი მხოლოდ 23-ჯერ მოახერხა.















