მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში მანჩესტერ სიტიმ იუვენტუსი 5:2 გაანადგურა. პირველი ადგილი ჯგუფში ცხრა ქულით დაიკავეს "ქალაქელებმა", მეორე პოზიცია კი ტურინელებმა. ეს ნიშნავს იმას, რომ მათი სავარაუდო მეტოქეები 1/8 ფინალში რეალ მადრიდი, ზალცბურგი ან ალ-ჰილალი იქნებიან.
პეპ გუარდიოლას გუნდი დაუპირისპირდება H ჯგუფის მეორე ადგილოსანს, "ბიანკონერი" კი ლიდერს. აქვე დავამატებთ, რომ მერვედფინალები 29 ივნისიდან დაიწყება.
იუვენტუსი 2:5 მანჩესტერ სიტი
გოლები: 0:1 დოკუ 9', 1:1 კუპმაინერსი 11', 1:2 კალულუ 26', 1:3 ჰოლანდი 52', 1:4 ფოდენი 69', 1:5 სავინიო 75', 2:5 ვლაჰოვიჩი 84'.









