ლისაბონის ბენფიკას გარემარბმა, ანხელ დი მარიამ, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის საუკეთესო დაასახელა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ვინგერს უთამაშია როგორც ინტერ მაიამის კაპიტანთან, ისე პორტულიელ ფორვარდთან ერთად. ერთთან "ალბისელესტეში" და დღეს მათი ბოლო ერთობლივი მატჩია, მეორესთან კი - "სამეფო კლუბში".
"მესი და რონალდუ მუდმივად ჩემპიონობაზე ფიქრობენ. ვინ არის მათ შორის საუკეთესო? - ის, რომელსაც უფრო მეტი ოქროს ბურთი აქვს. მათ შორის ერთ-ერთს აქვს 8 ჯილდო, ამით ყველაფერი ნათქვამია. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ლეოსა და კრიშტიანუს შორის გარკვეული დისტანცია არსებობდა. ცხადია, პორტუგალიელი ფორვარდიც უდიდესი მოთამაშეა.
ორივე მათგანი კარიერის დასრულებასთან ახლოს არის. ერთი თამაშობს აშშ-ში, მეორე კი საუდის არაბეთში, თუმცა ამის მიუხედავად, საფეხბურთო სამყარო მაინც მათ შესახებ საუბრობს. მსგავსი რამ მხოლოდ მათ შეუძლიათ", - განაცხადა "არწივების" ვინგერმა.