ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში, სატურნირო ცხრილის ლიდერი, ბარსელონა ვალიადოლიდს ესტუმრა და მეტოქე მძიმე მატჩში 2-1 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში მასპინძლებმა დებიუტშივე გახსნეს — მე-6 წუთზე თავი სანჩესმა გამოიჩინა. მეორე ტაიმის სტარტზე, 54-ე წუთზე რაფინიამ გაათანაბრა, ხოლო ზუსტად 6 წუთში ლოპესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
ვალიადოლიდი 1-2 ბარსელონა
გოლები: 1-0 სანჩესი (6'), 1-1 რაფინია (54'), 1-2 ლოპესი (60')
დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, ბარსელონას 79 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს, რეალს 7 ქულით უსწრებს, თუმცა, სამეფო კლუბს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, მომდევნო ტურში ელ კლასიკო გაიმართება. სადაც ჰანსი ფლიკის გუნდი რეალს უმასპინძლებს.









