გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში თამაში არ სურს, რადგან ტრავმის რისკი დიდია.
მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ პარიზელთა წინა მატჩი გამოტოვა და არც მომდევნო თამაშში იქნება მზად.
"რისკი საჭირო არ არის. წინა სანაკრებო შეკრებაზე ჩვენი ფეხბურთელები ტრავმირებულები ჩამოვიდნენ, რამაც ზიანი მოგვაყენა.
თუმცა მეც ვიყავი ნაკრების მწვრთნელი და კარგად ვიცი, რას ნიშნავს მათთვის საკვანძო ფეხბურთელების გუნდში ყოფნა", - განაცცხადა ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს 11 და 14 ოქტომბერს, ესპანეთის და თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.









