ნოემბრის სანაკრებო პაუზამ რეალ მადრიდი საგრძნობლად დააზარალა — როგორც სამეფო კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ, ედერ მილიტაომ ბრაზილიის ნაკრების ბოლო შეხვედრაში მარჯვენა საზარდული დაიზიანა, რის გამოც საკუთარ გუნდს გარკვეული პერიოდი ვერ დაეხმარება.
პირველად ინფორმაციით, 27 წლის ცენტრალური მცველი 2-დან 3 კვირამდე იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი რეალ მადრიდს მინიმუმ 4-5 მატჩში ვერ დაეხმარება.









