საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ამავე ნაკრების მთავარი ლიდერი კილიან მბაპე კრიტიკოსებისგან დაიცვა.
"თუ ელოდებით, რომ მბაპე ამა თუ იმ მატჩში მინიმუმ 11 კილომეტრს ირბენს, არ დაელოდოთ, რადგან ის ამას არ იზამს.
სამაგიეროდ, კილიანს აქვს გამორჩეული თვისებები, რაც მას საუკეთესოდ აქცევს. კილიანი შეიძლება ან გიყვარდეს ან არა, მაგრამ ბავშვებს ის ძალიან უყვართ.
შეიძლება ვთქვათ, რომ მბაპე ცოტა ეგოისტი და ზედმეტად ინდივიდუალისტია, მაგრამ ვადასტურებ, რომ საფრანეეთის ნაკრებში ასე არ არის და კაპიტნის თვისებები აქვს", - განაცხადა დეშამმა.
მიმდინარე სეზონში ფრანგი ფეხბურთელისთვის გამორჩეულია. მბაპე ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.









