ოფიციალურად — ჩაბი ალონსო რეალ მადრიდის მთავარი მწვრთნელია! მხარეებს შორის 3-წლიანი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, ესპანელი სპეციალისტის ოფიციალური წარდგენა კი ხვალ იგეგმება.
სამეფო კლუბი ჩაბი ალონსოსთან მოლაპარაკებებს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში აწარმობდა და მას შემდეგ, რაც კარლო ანჩელოტის გუნდიდან წასვლა დადასტურდა, ფლორენტინო პერესმა საქმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა.
ჩაბი ალონსოს პირველი დიდი გამოცდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი იქნება. შეგახსენებთ, ფიფას ტურნირი სტარტს 15 ივნისს აიღებს.









