პარიზი 2024, VIII დღე — ქართველი ძიუდოისტები შერეულ გუნდურ სახეობაში იასპარეზებენ

წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც პირველ რაუნდში დაისვენებს, ხოლო 1/8 ფინალში იტალიასა და უნგრეთს შორის საუკეთესოს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ტედი რინერთან მომხდარი ინციდენტის გამო, გურამ თუშიშვილი გუნდური შეჯიბრიდანაც ჩახნეს და მის ადგილს, პარიზის ოლიმპიადის ვიცეჩემპიონი, ილია სულამანიძე დაიკავებს.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა:
-57 კგ.: ეთერ ლიპარტელიანი
-70 კგ.: ეთერ ასკილაშვილი
-73 კგ.: ლაშა შავდათუაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი სარდალაშვილი
+78 კგ.: სოფიო სომხიშვილი
-90 კგ.: ლაშა ბექაური, ტატო გრიგალაშვილი
+90 კგ.: ილია სულამანიძე
წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი სტარტს 18:00 საათზე აიღებს.








