სერია ა-ს 33-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი მონცაში გაიმართა, სადაც ადგილობრივი გუნდი ნაპოლის დაუხვდა. "პარტენოპეიმ" მძიმე ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, რითაც სატურნირო ცხრილში ინტერს გაუთანაბრდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ნეაპოლში ძალიან ბედნიერი ვარ. როგორც მე, ისე ჩემი ოჯახიც ბედნიერია - აქ შესანიშნავი სამზარეულოა, ხალხი კარგად გვექცევა, მაგრამ ეს პირადი ცხოვრებაა და მხოლოდ ამაზე ვერ ვიფიქრებ. მე ჩემი პასუხისმგებლობა გამაჩნია და თქვენ, მედია, პირველები ხართ ვინც სულ ერთი და იგივეს ამბობთ - თუ კონტე იქნება სათადარიგოთა სკამზე, მაშინ გუნდი აუცილებლად გაიმარჯვებს. იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ეს პასუხისმგებლობა დამაკისრეთ, არ მინდა ფანებს იმედი გავუცრუო. მე არ შემიძლია ვიცხოვრო სასწაულებით, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია დაგეგმარება და წარმატების ისე მიღწევა.
მე ძალიან დიდ პატივს ვცემ კლუბის პრეზიდენტს. მათ ზაფხულში მთხოვეს დახმარება, რაზეც დავთანხმდი და ახლა აქ ვარ, მაგრამ ნაპოლის ფანებს აქვთ ამბიცია და სურთ გამარჯვება. თუმცა, თუ ისინი ვერ გაიმარჯვებენ, სიტუაცია აირევა. სეზონის დასრულების შემდეგ, ყველაფერი კარგად უნდა შევაჯამო. სულელი არ ვარ, საკუთარ თავზე დიდ ზეწოლას ვახორციელებ, მაგრამ მე მჭირდება შესაბამისი დახმარება, რათა თავიდან ავირიდო ფანების გაბრაზება და არეულობა.
სეზონის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტს შევხვდები და მომავალზე ვისაუბრებთ. ჩემპიონთა ლიგის შემოსავალი და კვარაცხელიას გაყიდვიდან აღებული თანხა ძალიან კარგია, მაგრამ საჭიროა უფრო სიღრმისეული საუბარი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პატივისცემაა. ჩემი თითოეული ნაბიჯი და ქმედება ნაპოლის ფანების გასახარებლად კეთდება, მაგრამ უპატივცემულობას ვერ დავუშვებ... ვერ დავუშვებ ვინმემ ჩემი საქმის გამო შეურაცხყოფა მომაყენოს."
შეგახსნებეთ, ნაპოლი სერია ა-ში, 33 ტურის შემდეგ, 71 ქულით, ინტერთან ერთად პირველ ადგილზე იმყოფება. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ "ნერაძურის" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.









