მარსელთან გამართულ შეხვედრაში პსჟ-ს ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი გოლი გაიტანა.
კვარას ამ გოლის ნაპოლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა CallcioNapoli ეხმაურება.
"ხვიჩა კვარაცხელიამ მარსელთან მოგებულ 5:0 მატჩში გიჟური გოლი გაიტანა. 66-ე წუთზე მან მარჯვენა ფეხით მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
ამ გოლის სათაურად პსჟ-მ გამოიყენა ჩვენი სახელი, რომელსაც ხშირად ვეძახდით ხოლმე - კვარადონა", - წერს გამოცემა.









