31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პსჟ და ინტერი დაუპირისპირდებიან.
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა ამ მატჩის პროგნოზი გააკეთა და ფავორიტი გუნდი დაასახელა.
"პსჟ თუ ინტერი? - ვინაიდან მარსელიდან ვარ, ჩემთვის ფრანგული გუნდის წარმატება მნიშვნელოვანი იქნება. შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მხარს პსჟ-ს ვუჭერ."
შეგახსენებთ, რომ ზიდანი ერთადერთი მწვრთნელია ისტორიაში, რომელსაც ეს ტურნირი ზედიზედ 3-ჯერ აქვს მოგებული. ეს მან მადრიდის რეალთან ერთად გააკეთა.









