ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, არსენალმა რეალი 2-1 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (5-1) შემდეგ ეტაპზე გავიდა.
შეხვედრის 24-ე წუთზე, მთავარმა მსაჯმა რეალის სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, თუმცა, ვიდეო რეფერიზე გადამოწმების შემდეგ, გადაწყვეტილება შეიცვალა და პენალტი გაუქმდა.
აღნიშნულ ეპიზოდს ვიდეო რეფერი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდა და გაჩნდა ეჭვი, რომ თერთმეტმეტრიანი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა, თუმცა, UEFA-მ დაადასტურა, რომ რაისს მბაპეს წინააღმდეგ თამაშის წესები არ დაურღვევია.
"დეკლან რაისს თამაშის წესები არ დაურღვევია და მადრიდის რეალის სასარგებლოდ დანიშნული თერთმეტმეტრიანი გაუქმდა"
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში არსენალის მეტოქე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ იქნება, რომელმაც ორმატჩიან დუელში ასტონ ვილას 5-4 მოუგო.









