ცნობილია, თუ ვინ იქნება ლივერპულის შემდეგი მოწინააღმდეგე კარაბაოს თასის მეოთხე რაუნდში. პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი კრისტალ პალასს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ გუნდთან წააგეს მერსისაიდელებმა სეზონის გახსნითი თამაში ინგლისის სუპერთასზე.
"წითლებს" ექნებათ რევანშის აღებას შესაძლებლობა, ამჯერად გიორგი მამარდაშვილთან ერთად, რომელსაც კარაბაოს თასის მესამე რაუნდში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა. ქართველი გოლკიპერი უდიდესი ალბათობით გააგრძელებს ინგლისის ლიგის თასზე ენფილდის ბინადრების კარის დაცვას.
რაც შეეხება არნე სლოტის გუნდის ახალწვეული მეკარის დებიუტს, მისი დახმარებით საუთჰემპტონი იქნა დამარცხებული. ის მთელი შეხვედრის განმავლობაში თამაშობდა დამაჯერებლად და 24 წლის გოლკიპერმა ქომაგების დადებითი შეფასებაც დაიმსახურა.









