ნიუკასლის 25 წლის შვედმა ფორვარდმა ალექსანდერ ისაკმა საკუთარ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ დუმილი დააღვია.
"ვამაყობ, რომ ჩემმა კოლეგებმა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციაზე პრემიერ ლიგის 2024/25 წლების სეზონის გუნდში დამასახელეს. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს და ნიუკასლ იუნაიტედში ყველას, ვინც მხარი დამიჭირა ამ გზაზე. დღეს ცერემონიაზე არ ვარ, რადგან იმის ფონზე თუ რა ხდებოდა ბოლო კვირების განმავლობაში, ამ ღონისძიებაზე მონაწილეობას ფიზიკურად ვერ მივიღებდი.
დიდი ხნის განმავლობაში ჩუმად ვიყავი, სანამ სხვები საუბრობდნენ. ამ დუმილმა ხალხს საშუალება მისცა, მოვლენების საკუთარი ვერსია შეექმნათ, მიუხედავად იმისა, რომ იციან, რომ ეს არ ასახავს იმას, რაც სინამდვილეში ითქვა და შეთანხმებული იყო დახურულ კარს მიღმა. რეალობა ისაა, რომ დაპირებები იყო გაცემული და კლუბში დიდი ხანია იციან ჩემი პოზიცია. ახლა ისე მოქცევა, თითქოს ეს საკითხები მხოლოდ ახლა გაჩნდა, არის ტყუილი და ამ ყველაფერს ხალხი შეცდომაში შეჰყავს.
როდესაც დაპირება ირღვევა და ნდობა იკარგება, თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება. ვფიქრობ ცვლილება ყველას ინტერესებში შედის."
შეგახსენებთ, ლივერპულის შეთავაზება ნიუკასლმა მიმდინარე თვის დასაწყისში დაბლოკა. მას შემდეგ, ალექსანდერ ისაკსა და "კაჭკაჭებს" შორის სიტუაცია ძალიან დაიძაბა. 25 წლის შვედ გოლეადროს კარიერის გაგრძელება მხოლოდ მერსისაიდულ კლუბში სურს, თუმცა ნიუკასლი ფეხბურთელის ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ არნე სლოტის გუნდი მათ მიერ მოთხოვნილ თანხას, £150 მილიონს გადაიხდის.















