უეფას სამივე ტურნირზე 1/4 ფინალური ეტაპი დასრულდა. მაყურებელმა საოცრად დაძაბული და სანახაობრივი მატჩები იხილა, სადაც საინტერესო შედეგები დაფიქსირდა.
ამასობაში, ჩემპიონატები მომდევნო სეზონში დამატებითი ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებენ — როგორც მოგეხსენებათ, ინგლისმა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში 5 გუნდი ოფიციალურად უკვე გაინაღდა, მეორე დამატებითი ადგილისთვის ბრძოლა კი გრძელდება.
განახლებულ რეიტინგში პრემიერ ლიგას - 26.569 ქულა აქვს, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ 2026/27 სეზონში, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე კვლავ 5 გუნდით წარსდგეს.
რეიტინგში მეორე ადგილზე, 21.405 ქულით, ესპანეთია (მეორე ადგილიც ერთ დამატებით გუნდს ნიშნავს), მესამე პოზიციას კი გერმანია იკავებს, კერძოდ 21.214 ქულით.
ქულების დათვლა უეფას სამივე ტურნირზე მიღწეული წარმატებით განისაზღვრება. ქულების დათვლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად, დიდი შანსია ცხრილში სიტუაცია შეიცვალოს.









