მილანის ინტერის ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, კრისტიან ვიერიმ საუდის არაბეთის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა. იტალიელ ყოფილ ფორვარდს სჯერა, რომ ამ ქვეყნის ლიგა კიდევ უფრო განვითარდება.
"საუდის არაბეთის მთავრობას შეუძლია გააკეთოს ისე, რომ აღნიშნული ქვეყნის ჩემპიონატი 5-10 წელიწადში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გახდეს.
მათ აქვთ ფული, სტრუქტურა, დაწყებულია ახალი სტადიონებისა და სამწვრთნელო ბაზების შენება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ მოხდება სამ დღეში, მაგრამ ფუნდამენტი უკვე ჩაყრილია.
რონალდუს გადმობირებით, უდიდესი ნაბიჯი წინ უკვე გადადგმულია. ის არის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე, რომელმაც 38-წლის ასაკში ერთ კალენდარულ წელიწადში 54 ბურთი გაიტანა.
კრიშტიანუ ყოველ შეხვედრაში იხარჯება ბოლომდე და ფიზიკურ მომზადებას უდიდეს ყურადღებას აქცევს. ჩემპიონატის განვითარებისთვის მასზე უკეთეს მოთამაშეს ვერც ინატრებ", - განაცხადა "ნერაძურის" ექს-შემტევმა.